.
1.პროექტის სახელი: ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჩემი ჯანმრთელობა.
2.პროქტის მოკლე აღწერა:მოსწავლეებმა გააცნობიერონ რომ მათ ჯანმრთელობისთვის სჭირდებათ ზომიერად და სრულფასოვნად კვება, სისუფთავე, ვარჯიში და თამაში სუფთა ჰაერზე, ძილი და დასვენება, ჯანსაღი და სახალისო გარემოში ყოფნა.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გაითავისებენ რომ მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი საკვები, როგორც ცხოველური, ისე მცენარეული. განსაკუთრებით ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი. კვებასთან ერთად მათი ორგანიზმისთვის აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში,რომელიც რეგულარულად უნდა შეასრულონ.დამატებით მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან.თუ რა არის აუცილებელი მათი ჯანმრთელობისთვის.დაამყარებენ ურთიერთობას სკოლის სხვა მოსწავლეებთან და ჩართავენ მათ აქციაში.
4.მოსწავლეთა ასაკი/ 13-14–15 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2–3 კვირა.
6.პროქტის შესაძლო აქტივობები კლასში: სამუშაოს დაგეგმვა, კვლევა,გაზომვა, მოსმენა, თანამშრომლობა მასწავლებელთან და ერთმანეთთან, მოეწყობა აქციები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თემაზე:“ჩემი ჯანმრთელობა“,პლაკატების შექმნა. ამ პროექტში მოსწავლეები ივითარებენ ცოდნას, რომლითაც შეუძლიათ წვლილის შეტანა ჯანსაღი ცხოვრების წესის შექმნაში.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:მოსწავლეები იმსჯელებენ სპორტისა და აქტიური ცხოვრების წესის, კვების, ჰიგიენის მნიშვნელობაზე. თეორიიულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად. გამოიკვლევენ მეგობრებისა და საკუთარი სხეულის მდგომარეობას,შეადგენენ დაკვირვების ოქმს.
8.სასარგებლო სხვებისთვის:პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები მეტს შეიტყობენ თავიანთ ჯანმრთელობაზე, ისწავლიან საკუთარი თავის მოვლასა და ზრუნვას მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვა მოსწავლეებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: –
11. საგანთა / საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია: მოსწავლე აკავშირებს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს ერთმანეთთან. იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.
მათემატიკა: გამოიმუშავებენ, დაკვირვების , ანალიზის, კვლევა – ძიების უნარებს.
ინფორმატიკა: ინფორმაციის მოპოვებით, გაიუმჯობესებენ თანამედროვე ტექნოლოგიებით მომსახურების უნარ – ჩვევებს.
ფიზიკური აღზრდა: მოსწავლეს გათავისებული აქვს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ– ერთი უმნიშვნოვანესი პირობა.
ხელოვნება: მოსწავლე შემოქმედებითად იყენებს სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს ნამუშევრის შექმნისას.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო კაჭკაჭაშვილი
13. პასილიტატორის ელ_ ფოსტა: nkachkachashvili@gmail.com